საქართველოს განახლებადი ენერგორესურსები
1 Vote
ჰიდროენერგორესურსები
საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, განსაკუთრებით ჰიდრორესურსებით. ქვეყნის მთავარი მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი დაახლოებით 140 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს, ტექნიკურად განხორციელებადი რესურსი კი სხვადასხვა შეფასებებით 70-80 მილიარდ კვტ.სთ-ს, საიდანაც დღესდღეობით მხოლოდ 12-15% ათვისებული.
საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი მარაგი ენერგიის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა წყაროს – ჰიდროენერგეტიკის გასავითარებლად. მომავალში, შესაძლებელი იქნება აშენდეს ჰიდროსადგურები 1-500 მგვტ ფარგლებში პირობითი გრადაციით: მძლავრი ჰესები (>100 მგვტ) – საშუალო ჰესები (10-100 მგვტ) და მცირე ჰესები (1-10 მგვტ).
ამჟამად საქართველოში 10 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის 20 ჰესი მოქმედებს. მათი ნომინალური ჯამური სიმძლავრეა 2,752 მგვტ. ყველაზე დიდია 1,300 მგვტ სიმძლავრის ენგურჰესი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების, ცალკეულ შემთხვევებში ასევე მოდენიზაციის შედეგად 2010 წელს ქვეყანაში გამომუშავდა 9,375 მილიარდი კვტ.სთ ელქტროენერგია, რაც აღემატება ნომინალურ გამომუშავებას – 8.6 მილიარდ კვტ.სთ.

ცხრილი 1. საქართველოს ელექტროსისტემის მკვებავი ჰესები და მათი მახასიათებლები
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძლიერაა დამოკიდებული პოლიტიკურ და შესაბამისად ეკონომიკურ სიტუაციაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1991 წლიდან), საქართველოში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო ომს, ეთნიკურ კონფლიქტსა და ეკონომიკურ კატასტროფას.
ელექტროენერგიის გამომუშავება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ ცვლილებებთან. 1990-1994 წლებში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა 13.5 მილიარდ კვტ.სთ-დან 6.7 მილიარდ კვტ.სთ-მდე, ანუ თითქმის 50 %-ით. 1998 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა 18 მილიარდ კვტ.სთ, გამომუშავება კი დაახლოებით 14.5 მილიარდ კვტ.სთ, საიდანაც 55% მოდიოდა ჰესებზე, ხოლო 45% თბოსადგურებზე. დანარჩენი ენერგია იყო იმპორტირებული. ცხრილი 2. ელექტრო ენერგიის გამომუშავება (მილიონ კვტ.სთ-ებში) საქართველოში 1990-2010 წლებში.